• 01-12-2023
    რა შემთხვევაში გაყიდის "ვალენსია" მამარდაშვილს - ახალი სატრანსფერო ცნობები
    რა შემთხვევაში გაყიდის "ვალენსია" მამარდაშვილს - ახალი სატრანსფერო ცნობები
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილისადმი სხვა კლუბებისგან ინტერესი დღითიდღე იზრდება.

    ამ საკითხთან დაკავშირებით, ესპანურ მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

    ირკვევა, რომ "ღამურების" პრეზიდენტს, პიტერ ლემს გუნდის ხელმძღვანელებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეების იანვარში გასხვისება არ დაუვალებია.

    მედიაში წერენ, რომ "ვალენსიას" სურვილი შემადგენლობის ზაფხულამდე შენარჩუნებაა.

    აქვე საინტერესოა გამოცემა "Relevo"-ს ინფორმაცია, რომლის თქმითაც, იმ შემთვევაში, თუ "ღამურებმა" სერიოზული შეთავაზება მიიღეს, ფეხბურთელის გაშვება პრობლემა არ იქნება და არც მამარდა მოგვევლინება გამონაკლისად.

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგიმ ლა ლიგის 14 შეხვედრაში კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა.

    Facebook კომენტარები