• 14-12-2023
    შოთა არველაძე: “მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმიანობას კარაგუმრუქში დავუბრუნდი”
    შოთა არველაძე: “მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმიანობას კარაგუმრუქში დავუბრუნდი”

    როგორც მოგეხსენებათ, 50 წლის ქართველი სპეციალისტი, შოთა არველაძე “კარაგუმრუქის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

    შოთამ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

    “მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს. მინდა მადლობა ვუთხრა კარაგუმრუქის პრეზიდენტს, სულეიმან ჰურმას ნდობისთვის და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ”. - განაცხდა არველაძემ.

    ცნობისთვის, “კარაგუმრუქში” არველაძის დებიუტი 20 დეკემბერს “გალათასარაის” წინააღმდეგ შედგება.

    Facebook კომენტარები