• 29-12-2023
    "აქ პატივისცემაზეა საუბარი, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს" - რას წერენ მედიაში ხვიჩასა და ოსიმენზე
    "აქ პატივისცემაზეა საუბარი, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს" - რას წერენ მედიაში ხვიჩასა და ოსიმენზე
    Author of the article
    Aa

    ცნობილმა იტალიურმა გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-მა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

    წყარო წერს, რომ ქართველისა და ნიგერიელის ხელფასების ასეთი კონტრასტული სხვაობა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

    "ვიქტორი ხვიჩაზე 10-ჯერ მეტს იღებს. კვარა მაქსიმუმ 1.5 მილიონს გამოიმუშავებს.

    "აქ არა ფულზე, არამედ პატივისცემაზე საუბარი და ასე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

    "თუ დამსახურებებზეა ლაპარაკი, ორივე მათანს, წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. ეს ორნი ყველასგან გამორჩეულები არიან", - წერს გამოცემა.

    შეგახსენებთ, რომ ახალი კონტრაქტის პირობების მიხედვით, ოსიმენი სეზონურად 10 მილიონ ევროს მიიღებს.

    Facebook კომენტარები