გათიშვა

"თოფურია "ბერნაბუზე"? კარგად ჟღერს" - დანა ვაითმა ილიას შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა

"თოფურია "ბერნაბუზე"? კარგად ჟღერს" - დანა ვაითმა ილიას შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა
10 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და "UFC"-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. 

ქართველმა განაცხადა, რომ მას ქამრის დაცვა მადრიდის "რეალის" სტადიონზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურს. 

ამასთან დაკავშირებით "UFC"-ის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა ჟურნალისტთან ისაუბრა: 

ვაითი: "რამდენი კაცი ეტევა ბერნაბეუზე?"

ჟურნალისტი: "80,000" 

ვაითი: "გადახურულია თუ ღია ცის ქვეშაა?"

ჟურნალისტი: "ორივე" 

ვაითი: "მომწონს, კარგად ჟღერს"

როგორც ჩანს, ბერნაბეუზე ქართველის ჩხუბის ხილვა სრულიად შესაძლებელია.

FACEBOOK კომენტარები