

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-16 ტურის შეხვედრაში "ინტერი" შინ "ნაპოლის" მიიღებს.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "ნერაძურის" თავკაცმა, სიმონე ინძაგიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
"ინტერი" პირველ რიგში კვარაცხელიას უნდა უფრთხოდეს. ცალსახაა, რომ მნიშვნელოვანი ფიგურაა ოსიმენიც, რომელმაც "ნერაძურის" წინააღმდეგ გასულ სეზონშიც ითამაშა და პენალტიც მოიპოვა. მაგრამ, მას ინტერის ფეხბურთელები უკვე კარგად ცნობენ.
ხვიჩა კი მაინც ახალი სახეა. მას სერია A-ში არცისე დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ, სეზონის პირველ ნაწილში ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე, უკვე მიიპყრო ყურადღება. სწორედ ამის გამო მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას ვგეგმავ. კვარაცხელიას წინააღმდეგ სამი მოთამაშე: შკრინიარი, დუმფრისი და ბარელა იასპარეზებენ." - განაცხადა ინძაგიმ.
ცნობისთვის, შეხვედრა 4 იანვარს თბილისის დროით 23:45 საათზე შედგება.