• 28-02-2024
    ჩავის დილემა "ატლეტიკთან" მატჩისთვის
    ჩავის დილემა "ატლეტიკთან" მატჩისთვის
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, კვირას "ბარსელონას" ბილბაოს "ატლეტიკთან" ელის საგარეო მატჩი. ლა ლიგის საჩემპიონო რბოლაში დასარჩენად კატალონიელებს აუცილებლად გამარჯვება დასჭირდებათ, ამიტომ გუნდს ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს.

    SPORT-ის ინფორმაციით, "სან მამესზე" ჩასატარებელ შეხვედრას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი დილემით ხვდება.

    44 წლის სპეციალისტმა უნდა აარჩიოს, დაცვის ცენტრში ვინ შეუწყვილოს რონალდ არაუხოს - პაუ კუბარსი თუ ინიგო მარტინესი.

    კუბარსიმ "ხეტაფესთან" ბრწყინვალედ ითამაშა და სასტარტო თერთმეტეულში ადგილი დაიმსახურა, თუმცა ინიგოს მეტი გამოცდილება აქვს და ყოფილ გუნდთან სათამაშოდ ექსტრამოტივირებულიც იქნება.

    მსგავსი დილემის წინაშე ჩავი "ნაპოლის" წინააღმდეგაც დადგა და იქ არჩევანი ინიგოზე გაკეთდა. ვერ ვიტყვით, რომ "მაესტროს" გადაწყვეტილება ბოლომდე წარმატებული გამოდგა, რადგან ვიქტორ ოსიმენის გოლის ეპიზოდში სწორედ ბასკი შეცდა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკისა" და "ბარსას" ჯახი 3 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები