• 02-03-2024
    “ბარსელონა” ფლორიან ვირცს უმიზნებს
    “ბარსელონა” ფლორიან ვირცს უმიზნებს

    როგორც მოგეხსენებათ, “ლევერკუზენის” 20 წლის ფეხბურთელი, ფლორიან ვირცი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.

    კარგი თამაშიდან გამომდინარე მას არაერთი მსურველი ჰყავს. მათ შორის გამორჩეულ ინტერესს კი კატალონიის “ბარსელონა” გამოთქვამს.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვირცი “ლევერკუზენში” 2026 წლამდე აპირებს დარჩენას.

    “ბარსელონას” მოვლენების ამგვარად განვითარება აწყობს. “ლურჯ-ბროწეულისფერები” 2026 წლამდე ფინანსების მობილიზებას გეგმავენ, რის შედეგადაც ტრანსფერის განხორციელება რეალური გახდება.

    ცნობისთვის, გერმანული გუნდი ფლორიან ვირცს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

    Facebook კომენტარები