24-01-2023

“საბურთალომ” ლუკა სილაგაძე დაიმატა

ავტორი
23 წლის ფეხბურთელი, ლუკა სილაგაძე კარიერას თბილისის "საბურთალოში" გააგრძელებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტის გააფორმა და ახალი სეზონისთვის მზადებას თურქულ შეკრებაზე გაივლის.
სილაგაძე თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილი გახლავთ. ლუკას "რუსთავში" და "ვალმიერიშიც" უთამაშია. ასევე, 23 წლის მოთამაშეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.
ცნობისთვის, ლუკა სილაგაძე ბოლოს სწორედ "ვალმიერიში" გამოდიოდა, სადაც 82 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები