• 31-01-2023
    "შეცდომა დაუშვა" - ხვიჩას ყოფილი აგენტი აკრიტიკებს
    "შეცდომა დაუშვა" - ხვიჩას ყოფილი აგენტი აკრიტიკებს
    Aa

    იტალიური "პალერმოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "რომასთან" მატჩში დაშვებული შეცდომა გაუხსენა.


    Marte Sport-ის ეთერში ფედელემ "პარტენოპეისა" და "ჯალაროსის" შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში მომხდარ ეპიზოდზე ისაუბრა, როცა კვარამ ირვინ ლოსანოს გადაცემა კარგად ვერ დაამუშავა და გოლის გატანის შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან.


    "ნაპოლის" გოლის გატანის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა. თუ საკითხს ბურთის დამორჩილების თვალსაზრისით შევხედავთ, ლოსანოს ჩაწოდების შემდგომ ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი შეცდომა დაუშვა.


    თავად მექსიკელმაც ვერ ისარგებლა კარგი მომენტით," - თქვა ფედელემ.


    შეგახსენებთ, რომ "მგლებთან" შეხვედრა ნეაპოლელებმა მაინც მოიგეს. "ჯალაროსის" 3 ქულა ლუჩიანო სპალეტის გუნდმა ჯოვანი სიმეონეს მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით გამოგლიჯა. რაც შეეხება ხვიჩას, იმ შეხვედრაში ქართველმა საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები