• 30-03-2024
    პალმერი: "ყოველკვირა საკუთარ თავებს ჩვენითვე ვიკლავთ"
    პალმერი: "ყოველკვირა საკუთარ თავებს ჩვენითვე ვიკლავთ"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსი" ინგლისის პრემიერ ლიგას წარუმატებლად დაუბრუნდა. ათკაციან "ბარნლის" ლონდონელები "სტემფორდ ბრიჯზე" ორჯერ უგებდნენ, თუმცა უპირატესობა ვერცერთხელ შეინარჩუნეს და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

    "არისტოკრატთა" შემადგენლობაში ყველაზე ნათელი წერტილი კოულ პალმერი გახლდათ. 21 წლის შემტევმა ჯერ პენალტი შეასრულა პანენკას სტილში, შეხვედრის მიწურულს კი თამაშიდანაც შეაგდო. როგორც უკვე გითხარით, კოულის ძალისხმევა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რაზეც მან მატჩის შემდეგ ისაუბრა.

    "ეს ძალიან ცუდია. ასე არ უნდა ხდებოდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეტოქე კაცნაკლულია. ზედმეტად მოვდუნდით. ყოველკვირა თავს ჩვენითვე ვიკლავთ, მუდამ ერთი და იგივე ხდება. ფეხბურთელებმა თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.

    ვფიქრობ, მოედნის ყველა წერტილში თანაბარი ინტენსივობით უნდა ვითამაშოთ. ცოცხლები უნდა დავრჩეთ და ისე არ უნდა გავითიშოთ ხოლმე, როგორც დღეს დაგვემართა. 

    თუ რაიმეს მიღწევა გვსურს, სტაბილურობა გვაქვს საპოვნელი," - თქვა პალმერმა.

    "მანჩესტერ სიტიდან" შეძენილი ახალგაზრდა უკანასკნელ პერიოდში "ჩელსის" ერთპიროვნული ლიდერია. ბოლო 4 მატჩში მის ანგარიშზე 8 საგოლე მოქმედებაა, ისე კი აქტივში 18 გოლი და 12 ასისტი აქვს.

    პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "ჩელსის" 28 ქულა აქვს და მე-11 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას "ლურჯები" 4 აპრილს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

    Facebook კომენტარები