• 02-07-2023
    "საქართველოს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია" - რას წერენ ებრაულ მედიაში
    "საქართველოს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია" - რას წერენ ებრაულ მედიაში
    Author of the article
    Aa

    საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი 1/4 ფინალში დასრულდა.

    "ჯვაროსნები" პლეიოფში ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ, სადაც მძიმე ბრძოლაში დამარცხდნენ.

    მატჩის შემდეგ ისრაელის საფეხბურთო მედიაში საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შესახებ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა.

    "დაუჯერებელია, ისრაელი ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალშია. 120 წუთი იმისათვის, რათა საქართველო 45 ათასი ადამიანის წინაშე დაგვემარცხებინა. 

    "თუ თამაშის მიმდინარეობას გავითვალისწინებთ, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა მათ საქომაგოდ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა.

    "ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აჩვენა, რომ საქართველოსადმი შიში არ გააჩნდა. გაი ლუზონის შეგირდებმა უდიდეს წნეხს გაუძლეს და საქმე პენალტების სერიაში მოამთავრეს", - ვკითხულობთ სტატიაში.

    Facebook კომენტარები