• 13-07-2023
    ჯაბა ჯიღაური “ნასაფში” ითამაშებს
    ჯაბა ჯიღაური “ნასაფში” ითამაშებს

    31 წლის ქართველი ფეხბურთელი, ჯაბა ჯიღაური კარიერას “ნასაფში” გააგრძელებს. ინფორმაციას უზბეკური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ჯაბამ ახალ გუნდთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.

    ჯიღაური ბოლოს აქტაუს “კასპის” ღირსებას იცავდა, სადაც 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    ცნობისთვის, ჯაბა ჯიღაურს კარიერის მანძილზე ბათუმის “დინამოში”, “გრენობლში”, “ორდაბასში”, “ვარდარში”, თბილისის “დინამოში”, საჩხერის “ჩიხურასა” და აქტაუს “კასპში” უთამაშია.

    Facebook კომენტარები