• 21-06-2023
    ჩავის პრიორიტეტები 4 პოზიციაზე - ვინ სურს "მაესტროს"
    ჩავის პრიორიტეტები 4 პოზიციაზე - ვინ სურს "მაესტროს"
    Author of the article
    Aa

    ესპანურმა Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნეების შესახებ დაწერა.

    წყაროს თანახმად, ჩავი ერნანდესს მოცემულ 4 პოზიციაზე შემდეგი რჩეულები ჰყავს:

    საყრდენი ნახევარმცველი - მარტინ ზუბიმენდი (რეალ სოსიედადი), მარსელო ბროზოვიჩი (ჩელსი), გვიდო როდრიგესი (ბეტისი)

    ცენტრალური ნახევარმცველი - ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), ჯოვანი ლო ჩელსო (ვილიარეალი)

    ცენტრფორვარდი - ვიტორ როკე (ატლეტიკო პარანაენსე)

    მარჯვენა მცველი - არ არის პრიორიტეტი, თუმცა ჟოაუ კანსელუს (მანჩესტერ სიტი) მსგავსი

    თუ პრესაში გაჟღერებულ ცნობებს დავუჯერებთ, როკეს ტრანსფერი თითქმის დახურულია. "ბარსა" ახლოსაა გიუნდოგანთანაც. რაც შეეხებათ დანარჩენებს, კლუბი მუშაობას აგრძელებს.

    Facebook კომენტარები