• 28-06-2023
    "ბოლო შეხება და ბადეში ბურთის შეცურება საოცრება იყო” - არველაძემ დავითაშვილის გოლი შეაფასა
    "ბოლო შეხება და ბადეში ბურთის შეცურება საოცრება იყო” - არველაძემ დავითაშვილის გოლი შეაფასა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ ფრე ითამაშა და ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა.

    მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის ზურიკო დავითაშვილის გოლს აფასებს:

    “ბოლო შეხება და ბადეში ბურთის შეცურება საოცრება იყო. ის რასაც მესი აკეთებს ყველაზე ხშირად და რის გამოც ასე გვიყვარს ფეხბურთი.

    ნაკრებს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. ხალხს დიდი სიხარული აჩუქეთ”. - განაცხდა არველაძემ.

    Facebook კომენტარები