• 24-07-2023
    არნაუ ტენასი პსჟ-ში გადასვლას უახლოვდება
    არნაუ ტენასი პსჟ-ში გადასვლას უახლოვდება

    როგორც მოგეხსენებათ, "პსჟ-ს" მეკარის პოზიციაზე საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს. სერხიო რიკო კომაში იყო, რის გამოც ის ფეხბურთის თამაშს ვერ ახერხებს. 

    ასევე დიდი შანსია, რომ კეილორ ნავასმა გუნდი დატოვოს, რადგან მას პირველი მეკარის სტატუსი სურს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, მატეო მორეტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პსჟ-ს" სამიზნე კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მეკარე, არნაუ ტენასი გახლავთ.

    როგორც ირკვევა, არნაუს პარიზულ გუნდში გადასვლა სურს. 22 წლის მეკარეს სჯერა, რომ მომავალში "პარი სენ ჟერმენის" მთავარი მეკარე იქნება.

    22 წლის ესპანელით მოხიბლულია ლიგა ერთის ჩემპიონთა თავკაცი, ლუის ენრიკე. სხვათა შორის, მას და ტენასს ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ.

    შეგახსენებთ, რომ ტენასმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და ახლა თავისუფალი აგენტია.

    Facebook კომენტარები