17-08-2022

მაურო კაბალერო ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს

ავტორი
27 წლის პარაგვაელი თავდამსხმელი, მაურო კაბალერო კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
მაურო კაბალერო ქუთაისურ გუნდში 39 ნომრიან მაისურს მოირგებს.
აღსანიშნავია, რომ მაურო კაბალეროს "პორტუს B" გუნდში აქვს ნათამაშები. 27 წლის ფეხბურთელი მთელი თავისი კარიერას მანძილზე სხვადასხვა პორტუგალიური კლუბების ღირსებას იცავდა.
ტეგები:
Facebook კომენტარები