• 01-12-2023
    "ჩვენ "ბარსას" ამ ანგარიშით დავამარცხებთ" - რა განაცხადა "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა
    "ჩვენ "ბარსას" ამ ანგარიშით დავამარცხებთ" - რა განაცხადა "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მომდევნო ტურში კატალონიის "ბარსელონა" შინ მადრიდის "ატლეტიკოს" მიიღებს.

    შეხვედრის წინ, "როხი ბლანკოს" ფეხბურთელმა, როდრიგო რიკელმემ მედიასთან საინტერესო განცხადება გააკეთა.

    "შემდეგი დაპირისპირება "ბლაუგრანას" წინააღმდეგ გველის, რომლის მნიშვნელობაც ძალიან დიდია.

    "ამ თამაშს 2:0-ს მოვიგებთ, სადაც გოლებს გრიზმანი და მორატა გაიტანენ, მე კი ერთ ასისტს მივითვლი", - თქვა ესპანელმა.

    ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება კვირას 23:55 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები