• 11-03-2024
    “ასეთი ხვიჩა არასდროს მინახავს” - პაოლო სპეჩიამ ხვიჩას შესახებ ისაუბრა
    “ასეთი ხვიჩა არასდროს მინახავს” - პაოლო სპეჩიამ ხვიჩას შესახებ ისაუბრა

    ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა, პაოლო სპეჩიამ რადიო Punto Nuovo-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

    “კვარაცხელიას ხელახლა დაბადება? ამაში ლომის წვლილი კალცონას მიუძღვის. მან ამ ბიჭთან მუშაობა მშვენივრად დაიწყო და ახლა კვარას მენტალური მდგომარეობაც მშვენივრად აქვს. ტორინოს წინააღმდეგ კვარა არაჩვეულებრივად გაირჯა, ასეთი სრულყოფილი ის არასდროს მინახავს. იმედი მაქვს, რომ ბარსელონაშიც გაიბრწყინებს”. - განაცხადა სპეჩიამ.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები