• 02-02-2023
    კეიტა ბალდეს ცოლი: "ვანდა ნარას მსგავს ქალებს ძროხებს ვეძახით"
    [/xfgiven_playerads]
    კეიტა ბალდეს ცოლი: "ვანდა ნარას მსგავს ქალებს ძროხებს ვეძახით"
    ავტორი
    Aa

    რამდენიმე დღის წინ სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა - იწერება, რომ მაურო იკარდის ყოფილმა ცოლმა ვანდა ნარამ არგენტინელ ფორვარდს ყოფილ გუნდელ კეიტა ბალდესთან უღალატა.


    ამჟამად ბალდე მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას იცავს, ხოლო იკარდისთან ერთად მილანის "ინტერში" ასპარეზობდა. ამ ინფორმაციას ბალდეს მეუღლე, სიმონე გუატიერი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა:


    „ისინი ამით ცხოვრობენ. არიან ქალები, რომლებიც არიან სერიოზული, მგრძნობიარე და გულწრფელები. ამ ქალებს სიწმინდის სუნი აქვთ.


    ასევე არიან ქალები, რომლებსაც იტალიურ ენაში ძროხებს ვეძახით“, - წერს სიმონე გუატიერი ვანდა ნარაზე.

    Facebook კომენტარები