• VIDEO: სანჩომ "დორტმუნდში" დაბრუნება ასისტით აღნიშნა

    13-01-2024
    VIDEO: სანჩომ "დორტმუნდში" დაბრუნება ასისტით აღნიშნა
    ავტორი
    Aa

    ჯეიდონ სანჩომ დორტმუნდის "ბორუსიაში" დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

    ინგლისელი შემტევი "დარმშტადტთან" თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. 77-ე წუთზე მან მარკო როისი ცარიელი კარის წინ დატოვა - ვეტერანმა გერმანელმაც თანაგუნდელს პასი დაუფასა.

    შეხვედრა "შავ-ყვითლების" გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. გოლები იულიან ბრანდტმა და იუსუფა მუკოკომაც მიითვალეს.

    "ბორუსიას" 17 ტურში 30 ქულა აქვს აღებული და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. 

    Facebook კომენტარები