• VIDEO: "ფიზიკური შეურაცხყოფა ოპერატორს" - რა გააკეთა დე ლაურენტისმა "ბარსასთან" მატჩამდე

    17-03-2024
    VIDEO: "ფიზიკური შეურაცხყოფა ოპერატორს" - რა გააკეთა დე ლაურენტისმა "ბარსასთან" მატჩამდე
    Aa

    კატალონიის "ბარსელონასა" და "ნაპოლის" მატჩის წინ "პარტენოპეის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ჟურნალისტებთან კონფლიქტი მოუვიდა.

    კერძოდ, იტალიელი იმ ფაქტმა, რომ მატეო პოლიტანო ტელეკომპანია "DAZN"-სთან ინტერვიუს წერდა, ძალიან გააბრაზა.

    აურელიოს ნათქვამი ჰქონდა, რომ ნეაპოლელთა მოთამაშეებს ინტერვიუ მხოლოდ ჯანლუკა დი მარციოსთვის უნდა მიეცათ, რომელიც "SkySport"-ის ჟურნალისტია.

    ვიდეოში კარგად გამოჩნდა, თუ რას ამბობს დე ლაურენტისი: "ამასთან არ უნდა ილაპარაკოს, მხოლოდ დი მარციოსთან! ის ლაციალეა, მას არ ველაპარებით".

    ამ ყველაფრის შემდეგ კი პრეზიდენტმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

    Facebook კომენტარები