ფენერბაჰჩესა და ფეინოორდის მატჩის წინა პრესკონფერენციის დროს, თურქული გუნდის თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ ცრემლები ვერ შეიკავა.
სამწუხაროდ, გუშინ "პორტოს" ლეგენდარული მცველი და კაპიტანი ჟორჟე კოშტა 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჟოზემ სწორედ მასთან დაკავშირებით ისაუბრა:
"ეს ჩემი ისტორიის ნაწილია. არსებობენ კაპიტნები და ლიდერები, მაგრამ საქმე მარტო სამკლაურში არ არის. მთავარია, როგორია თითონ პერსონალურად ადამიანი. ჟორჟე კოშტა იყო ადამიანი, რომელიც ყველა არეულობას აწესრიგებდა და მწვრთნელს თავის სამუშაოს გაკეთების საშუალებას აძლევდა.
ძალიან დამწუხრებული ვარ. დავივიწყოთ ის, როგორც ფეხბურთელი და ყურადღება გავამახვილოთ პერსონა ჟორჟე კოშტაზე, მის შვილებზე, რომლებსაც ძალიან პატარები ვნახე.
აქ ახლა იმიტომ ვარ, რომ მას ჩემთან საუბარი შეძლებოდა, მეტყოდა, ჟოზე ჩაატარე პრესკონფერენცია და ხვალინდელი მატჩი. მეტყოდა, ითამაშე მოიგე და ჩემზე ნუ იფიქრებ... ვეცდები ეს გავაკეთო.
დღეს და ხვალ ჩემს საქმეს გავაკეთებ, შემდეგ კი ვიტირებ, მაგრამ დღეს და ხვალ სამუშაო მაქვს და ვიცი, რომ ჟორჟე მეტყოდა, ჩემი საქმე გავაკეთო", - თქვა მოურინიომ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
