გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ლივერპულიდან 15 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი ტაილერ მორტონი დაიმატა.
ფრანგულმა გუნდმა ინგლისელი საინტერესოდ წარადგინა და ვიდეოში სხვა ფეხბურთელებთან ერთად ჟორჟიც ჰყავდათ მსახიობად.
კლიპში ლიონის ფეხბურთელები ლივერპული ქომაგების ფრაზას, "შენ არასდროს იქნები მარტო", თავიანთ ენაზე იძახიან და ტეილორს ასე ეგებებიან.