მიქაუტაძეს პენალტი არ დაარტყმევინეს - ქართველმა გოლი არ აღნიშნა მიქაუტაძეს პენალტი არ დაარტყმევინეს - ქართველმა გოლი არ აღნიშნა » Footballnews მიქაუტაძეს პენალტი არ დაარტყმევინეს - ქართველმა გოლი არ აღნიშნა
გათიშვა

მიქაუტაძეს პენალტი არ დაარტყმევინეს - ქართველმა გოლი არ აღნიშნა

მიქაუტაძეს პენალტი არ დაარტყმევინეს - ქართველმა გოლი არ აღნიშნა
1 საათის და 26 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ლა ლიგის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარელმა სტუმრად მალაგა 1:3 დაამარცხა.

ჟორჟი მოედანზე 63-ე წუთზე გამოვიდა და ერთხელ ძელს გაარტყა.

საინტერესო ეპიზოდი 86-ე წუთზე მოხდა, როცა მალაგას კარში პენალტი დაინიშნა და მიქაუტაძეს გეიემ არ დაარტყმევინა.

ამასთან დაკავშირებით ვილიარეალის თავკაცმა, ინიგო პერესმა ისაუბრა:

"თუ მოედანზე ჟერარდ მორენო არ არის, მაშინ მე ემოციების მომხრე ვარ, ემოციებისა და კონტექსტის - დაე, სიტუაციის მიხედვით გადაწყვიტონ ფეხბურთელებმა. მე დღეს ვნახე პენალტის დარტყმის ორი მსურველი. არა მგონია, ამას გაგრძელება მოყვეს".

გირჩევთ