11-07-2023
ლუკა ლოჩოშვილს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა!
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში 25 წლის ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი სერია ა-ში საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდა.
ესპანური სააგენტო GolaTV-ის ცნობით, ესპანური “რაიო ვალეკანო” დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ “კრემონეზეს” ქართველი მცველი გახლავთ.
მადრიდული გუნდი ლოჩოშვილითან ერთად “ბეშიქთაშის” მცველს ხავიერ მონტეროს ვარიანტსაც განიხილავს.
“რაიო ვალეკანოს” არცისე კარგი ფინანსური პირობები აქვს, სწორედ ამიტომ ლოჩოშვილისა და მონტეროს ტრანსფერები ფასზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისთვის, ლუკა ლოჩოშვილმა გასულ სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები