19-07-2023
ანრი მექვაბიშვილი: “მინდროზე დაბრუნება საოცრად სასიამოვნო გრძნობაა”
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში შინ “ასტანას” მიიღებს.
შეხვედრის წინ თბილისური გუნდის ვიცე-კაპიტანმა, ანზორ მექვაბიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
“მინდორზე დაბრუნება საოცრად სასიამოვნო გრძნობაა. ხვალ ასტანას წინააღმდეგ დინამოს დასახმარებლად სრულ მზადყოფნაში ვარ.
დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში დაგვეხმარება.
ჩემი ქალაქი, ჩემი გუნდი”. - განაცხადა მექვაბიშვილმა.
ცნობისთვის, შეხვედრა 19 ივლისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ტეგები:
Facebook კომენტარები