29-07-2023
ჩუკვუეზე: "ჩემი გადაწყვეტილება ოსიმენის დამსახურებაა"
Author of the article
მილანის" ახალწვეულმა, სამუ ჩუკვუეზემ გაამხილა, რომ კლუბში გადასვლის წინ, თანამემამულეს და "ნაპოლის" ლიდერს, ვიქტორ ოსიმენს ესაუბრა.
"როსონერიმ" ფეხბურთელის ტრანსფერი დღეს 20+8 მილიონ ევროდ დახურა, ჩუკვუეზემ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ოსიმენს ველაპარაკე და მითხრა, რომ "მილანი" ძალიან კარგი კლუბია, საუკეთესოც კი, ამიტომ გადასვლაზე ბევრი არ მეფიქრა".
"მათი ფანები შესანიშნავები არიან, ფეხბურთზე გიჟდებიან. ვიქტორი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც "მილანში" გადმოსვლა გადავწყვიტე, მან მითხრა იტალიაში წამოვსულიყავი", - აღნიშნა ჩუკვუეზემ.
Facebook კომენტარები