07-08-2023
"ეს მართლაც გასაოცარი მომენტი იყო" - ზივზივაძე გატანილ გოლზე საუბრობს
Author of the article
მოგეხსენებათ, რომ ბუნდესლიგა 2-მა სტარტი აიღო, ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუემ" ჩემპიონატი ფრით გახსნა, რაშიც ქართველმა დიდი წვლილი შეიტანა.
მან პირველივე ტურში "ჰამბურგთან" გუნდს ქულა გადაურჩინა და 95-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი გაიტანა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ "კარლსრუეს" სოციალურმა მედიამ ბუდუს ინტერვიუ ჩამორთვა, სადაც ქართველმა გატანილ გოლზე ისაუბრა"
"გახარებული ვარ იმით, რომ გუნდის დახმარება შევძელი. ეს მართლაც გასაოცარი მომენტი იყო," - განაცხადა ზივზივაძემ.
ტეგები:
Facebook კომენტარები