• 10-08-2023
    "ბარსელონას" მარკო ვერატი დაუკავშირეს
    "ბარსელონას" მარკო ვერატი დაუკავშირეს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" მარკო ვერატის სიტუაციას აქტიურად აკვირდება, - იუწყება RMC Sports.

    იტალიელი ნახევარმცველი ახლა ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც ნეიმარი იმყოფება. "პარი სენ ჟერმენს" მასთან დამშვიდობება გადაწყვეტილი აქვს და ამის შესახებ მარკომაც იცის.

    გამოცდილ შუახაზელს "პსჟ-სთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ პარიზელები ძალიან დიდ ფასს არ დაადებენ, რამეთუ ვერატის წასვლა მათ ინტერესებშიცაა.

    30 წლის ფეხბურთელს ხშირად უკავშირებენ საუდის არაბულ კლუბებს.

    შეგახსენებთ, რომ ვერატით "ბლაუგრანა" წარსულშიც ინტერესდებოდა. 2017 წელს კლუბს მისი გადაბირება ძალიან უნდოდა, მაგრამ ტრანსფერის განხორციელება თავად "პსჟ-მ" არ დაუშვა.

    Facebook კომენტარები