• 23-08-2023
    ტიერი გეილის არაერთი მსურველი ჰყავს!
    ტიერი გეილის არაერთი მსურველი ჰყავს!

    როგორც მოგეხსენებათ, გორის “დილას” შემადგენლობაში ბარბადოსელი ლეგიონერი, ტიერი გეილი ბრწყინვალედ გამოიყურება.

    გეილი კონფერენს ლიგაზე გორის “დილას” ლიდერი გახლდათ და ქართულ გუნდს გარკვეული წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

    ბარბადოსელი ჟურნალისტის და ბარბადოსის ფეხბურთის ასოციაციის მედია-მენეჯერის, ანმარ გუდრიჯ-ბოისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიის ჩემპიონმა “იანგ ბოიზმა” გეილის სანაცვლოდ შეთავაზება გააკეთა.

    საგულისხმოა, რომ გეილის შეძენა პოლონეთის ჩემპიონს, “რაკუვსაც” სურს.

    ცნობისთვის, გეილის ტრანსფერი დაახლოებით 3 მილიონამდე მერყეობს.

    Facebook კომენტარები