• 11-06-2023
    "რეალს" კვარაცხელიას ყიდვა ძალიან სურს, მაგრამ "ნაპოლიმ" ასტრონომიული ფასი შეუთვალა
    "რეალს" კვარაცხელიას ყიდვა ძალიან სურს, მაგრამ "ნაპოლიმ" ასტრონომიული ფასი შეუთვალა
    Author of the article
    Aa

    Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას მადრიდის “რეალი” ისევ ძალიან აქტიურად ცდილობს.

    ესპანელებმა ისევ მიმართეს “ნაპოლის”, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისმა ქართველის ტრანსფერში ასტრონომიული თანხა, 150 მილიონი მოითხოვა.

    ქართველი ვარსკვლავის ოცნება სწორედ “რეალში” თამაშია, მაგრამ, როგორც ჩანს, მას რამდენიმე წლით მოუწევს მოცდა.

    შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვიჩა კლუბთან ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და დიდი ალბათობით, ის ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

    თავის მხრივ, "რეალს" სხვა ფეხბურთელების ტრანსფერზე მოუწევს გადართვა.

    Facebook კომენტარები