• 10-09-2023
    "ხვიჩა მეტოქეებმა გაშიფრეს" - რას წერს "Goal"-ი კვარაზე
    "ხვიჩა მეტოქეებმა გაშიფრეს" - რას წერს "Goal"-ი კვარაზე
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ბოლო დროს არცთუისე კარგ ფორმაშია.

    ამასთან დაკავშირებით გამოცემა "Goal"-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

    "ის ფორმიდან წინა სეზონის მეორე ნახევრიდან ამოვარდა. ის ასევე არადამაჯერებელია ნაკრებშიც.

    "ხვიჩა გასული სეზონის პირველ ნახევარში უდავოდ ბრწყინვალე იყო, მაგრამ მეტოქეებმა ის გაშიფრეს და ასე თუ ისე მას აჩერებენ, წესების დაცვით თუ ჯარიმებით.

    "კვარაცხელიას ანგარიშზე სერია ა-ს ბოლო 13 მატჩში 2 ასისტია. ის ნაკრების უდავო ლიდერია, თუმცა მასთან ერთად ქართველებს ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე და მამარდაშვილი ჰყავთ", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები