• 19-06-2023
    გვარდიოლა: "ჩავის დრო სჭირდება"
    გვარდიოლა: "ჩავის დრო სჭირდება"
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი ყოფილი გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის შესახებ ისაუბრა.

    "მიეცით ჩავის ცოტა დრო. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ჩვენ 8 წელი დაგვჭირდა.

    ევროპის ჩემპიონი იმიტომ ვარ, რომ თავდამსხმელმა 3 იარდის მანძილიდან, თავური დარტყმით ვერ გაიტანა.

    ჩავიმ ეს ჩემზე უკეთ იცის - როცა ლა ლიგას იგებ, საუკეთესო გუნდი ხარ.

    მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ტრავმირებული მცველებით ითამაშა... ახლა კი მისი გუნდის მთავარი სიძლიერე სწორედ დაცვის ხაზშია," - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

    შეგახსენებთ, რომ ჩავიმ "ბლაუგრანა" 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. კატალონიურ გრანდთან ერთად მან ესპანეთის სუპერთასი და ლა ლიგა მოიგო.

    "მაესტროს" სამწვრთნელო კარიერის მთავარი შავი ლაქა ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება. ჩავის ხელმძღვანელობით "ბარსა" ორჯერ ჩარჩა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფში.

    Facebook კომენტარები