• 20-02-2024
    ანდრეას ბრემე გარდაიცვალა
    ანდრეას ბრემე გარდაიცვალა
    Author of the article
    Aa

    გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ანდრეას ბრემე გუშინ ღამით, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ყოფილმა კლუბმა, მიუნხენის "ბაიერნმა" გაავრცელა.

    "საფეხბურთო კლუბი "ბაიერნი" შოკირებულია ანდრეას ბრემეს მოულოდნელი გარდაცვალებით.

    ანდრეას ბრემე ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში. მსოფლიო ჩემპიონი და შესანიშნავი ადამიანი!" - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

    მრავალმხრივმა მარცხენა მცველმა "რეკორდმაისტერში" ორი სეზონი გაატარა (1986-1988), 1987 წელს კი ბუნდესლიგა მოიგო.

    ანდრეასს ევროპაში საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა. სხვადასხვა დროს იგი იცავდა "კაიზერსლაუტერნის", მილანის "ინტერის", "ზაარბრიუკენისა" და ესპანური "სარაგოსას" ღირსებას.

    ბრემეს კარიერის მთავარი მომენტი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ფინალურ მატჩში, არგენტინის წინააღმდეგ, როცა ანგარიში 0:0 გახლდათ, გერმანელმა პენალტი ზუსტად შეასრულა და "მანშაფტს" მუნდიალი ისტორიაში მესამედ მოაგებინა.

    აქვე გეტყვით, რომ მილანის "ინტერი" დღეს "ატლეტიკოსთან" შავი სამკლავურებით ითამაშებს.

    Facebook კომენტარები