25-06-2023
ბრწყინვალე შედეგი! - საქართველოსა და ბელგიის 21-წლამდე ნაკრებების მატჩზე რეკორდი მოიხსნა
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრაში ბელგიის წინააღმდეგ ფრე 2:2 ითამაშა.
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შეხვედრაზე დასწრების რეკორდი საქართველოში დამყარდა.
საქართველოსა და ბელგიის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრას 41 887 გულშემატკივარი დაესწრო.
საგულისხმოა, რომ აქამდე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მაყურებელი 1996 წლის 31 მაისს, ბარსელონაში, ესპანეთი - იტალიის ფინალს დაესწრო. აღნიშნულ შეხვედრას 35.500 მაყურებელი ესწრებოდა.
ტეგები:
Facebook კომენტარები