• 04-04-2024
    ფელიქსი: "ათიანი ჩემი საყვარელი ნომერია"
    ფელიქსი: "ათიანი ჩემი საყვარელი ნომერია"
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიქსმა თავის საყვარელ ნომერად 10-იანი დაასახელა.

    "ბარსელონას" ათნომრიანი მაისურის მორგება უდიდესი პასუხისმგებლობაა.

    ეს ყოველთვის ჩემი საყვარელი ნომერი იყო, მაგრამ მისით თამაშის შანსი არასდროს მომცემია. ვნახოთ, დავრჩები თუ არა და რა მოხდება," - განაცხადა 24 წლის შემტევმა.

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "ბარსას" ათიანი არ ჰყავს. უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც გუნდში ამ სტატუსით სარგებლობდა, ანსუ ფატი იყო, ის კი "ბრაიტონშია" განათხოვრებული.

    მოარული ხმების თანახმად, მომდევნო სეზონში "ბლაუგრანას" ათიანობის ყველაზე დიდი შანსი ლამინ იამალსა და ჟოაუ ფელიქსს (ცხადია, თუ მისი შენარჩუნება მოხერხდება) ექნებათ.

    Facebook კომენტარები