• 07-05-2024
    სილვა დე იონგის სანაცვლოდ? - ჩავის საინტერესო გეგმა აქვს
    სილვა დე იონგის სანაცვლოდ? - ჩავის საინტერესო გეგმა აქვს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. გუნდს ფინანსურად საკმაოდ დიდი ზარალი აქვს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, დავიდ ბერნაბეუს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩავი ერნანდესი მზად არის, რომ ბერნანდო სილვას შესაძენად ფრენკი დე იონგი გაყიდოს.

    საგულისხმოა, რომ “ბარსელონა” ფრენკის მინიმუმ 75 მილიონ ევროდ აფასებს.

    ცნობისთვის, ბერნანდო სილვას “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები