გათიშვა

ფატი დასვენების დღეებშიც ივარჯიშებს

ფატი დასვენების დღეებშიც ივარჯიშებს
4 დღის და 12 საათის წინ
ირაკლი ხასაია

ანსუ ფატიმ "ბარსელონასგან" ნებართვა ითხოვა, რომ საშობაო არდადეგების დროს კლუბის ბაზაზე შესვლა და იქ ვარჯიში შეძლოს. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც ჩანს, 22 წლის თავდამსხმელს დასვენებისთვის დასაკარგი დრო არ აქვს. იგი ყველა წუთს გამოიყენებს, რათა ოპტიმალურ კონდიციებს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს.

სხვათა შორის, "ბარსა" ანსუს მწვრთნელებით, ფიზიოთერაპევტებითა და ექიმებითაც გაუწევს დახმარებას იმ პერიოდში, როცა იგი ინდივიდუალურად ივარჯიშებს.

ესპანელმა ფორვარდმა კუნთის ტრავმა სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა, თუმცა "ლეგანესთან" და "ატლეტიკოსთან" მატჩებში თამაშის შანსი არ მისცემია.

მიმდინარე სეზონში ფატის ანგარიშზე საგოლე მოქმედება არ ირიცხება.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ