ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის შემდეგ „ტრანსფერმარკტზე“ სხვა ქართველი ფეხბურთელების ფასებიც განახლდა.
გერმანული ვებგვერდის ახალი მონაცემებით, „სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის ფასი, 8 მილიონი ევროს ნაცვლად, 10 მილიონია – საფრანგეთის ლიგა 1-ის დებიუტანტმა „სენტ-ეტიენში“ 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ერთი მილიონი ევროთი მოიმატა ოთარ კიტეიშვილის ფასმაც და ამჟამად ექვსი მილიონი ევროა – „შტურმის“ ქართველი ლიდერი ავსტრიის ჩემპიონი და ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეორედ გახდა.
„უოტფორდის“ ქართველი ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის ფასი 4.5 მილიონი ევროა (4 მილიონი იყო). ასევე შეიცვავლა მეკარე ლუკა გუგეშაშვილისა (900 ათასი) და მცველის, ივა გელაშვილის (550) ფასებიც.
„ჯვაროსნების“ ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტის, საბა ხარებაშვილის შეფასებამ მილიონ ევროს გადააჭარბა – საბა ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდა და ძვირად ღირებული მოთამაშეა, მისი სატრანსფერო ფასი, 800 ათასიდან, 1.2 მილიონი ევრო გახდა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
