თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და "ალ-აჰლის" ცენტრალურმა მცველმა, მერიჰ დემირალმა ერთ-ერთ თურქულს გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისაუბრა და საქართველოსთან დაპირისპირებას გაავლო ხაზი:
"მსოფლიოს შესარჩევ ციკლში რთული მატჩები გველის. ყველაზე დიდი მნიშვნელობა კი პირველ ორ შეხვედრას ექნება - სტუმრად საქართველოსთან და შინ ესპანეთთან. ჩვენი ბედი სწორედ ამ ორ დაპირისპირებაში გადაწყდება. კარგად უნდა მოვემზადოთ, რომ მისაღებ შედეგს მივაღწიოთ.
ესპანეთი ფავორიტია, მათ უძლიერესი ნაკრები ჰყავთ. რა თქმა უნდა, გვერჩივნა ჩვენს ჯგუფში ნიდერლანდები მოხვედრილიყო, მაგრამ შევეცდებით ესპანელებს ჩვენი კარგი თამაშით ვუპასუხოთ. ასევე უმატებს და პროგრესი აქვს საქართველოსაც. წინ საინტერესო მატჩები გველის“.
შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს პირველი მატჩი 4 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
