გათიშვა

ფლიკმაც ვერაფერი გააწყო - სასოწარკვეთილება "ბარსას" გასახდელში

ფლიკმაც ვერაფერი გააწყო - სასოწარკვეთილება "ბარსას" გასახდელში
1 კვირის და 3 დღის წინ
ირაკლი ხასაია

"ბარსელონამ" 2024 წელი მძიმე მარცხით დაასრულა. მატჩში, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფერნი" იგებდნენ და უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, მადრიდის "ატლეტიკომ" უკანასკნელ წამზე გატანილი გოლით მოახერხა გამარჯვება.

SPORT-ს თუ დავუჯერებთ, "ბლაუგრანას" გასახდელში იმდენად დიდი სასოწარკვეთილება სუფევდა, რომ ამის გამოსწორება ვერც ჰანსი ფლიკმა შეძლო.

გერმანელი სპეციალისტი, რომელიც დისკვალიფიცირებული გახლდათ, შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს, მატჩის მერე კი გასახდელში შევიდა და გუნდს სიტყვით მიმართა. ჰანსიმ დადებით მომენტებზე გაამახვილა ყურადღება და თავის ფეხბურთელებს ფოკუსირებისკენ მოუწოდა.

"ბარსელონელები" იმდენად დამწუხრებულნი იყვნენ, რომ მათი სულისკვეთების გაუმჯობესება ფლიკის სამოტივაციო სიტყვამაც ვერ მოახერხა.

წყაროს თანახმად, ზოგიერთი მოთამაშე სათამაშო დროის სიმცირეზე აპელირებდა, ზოგიერთი კი საკუთარი თამაშით გახლდათ უკმაყოფილო.

ასეა თუ ისე, "ბარსას" ფეხბურთელებს ახლა საკმაოდ დიდი დრო აქვთ, რათა თავი ხელში აიყვანონ და სეზონის სტარტზე ნაჩვენებ ფორმას დაუბრუნდნენ. მომდევნო მატჩი მათ 4 იანვარს, "ბარბასტროს" წინააღმდეგ, კოპა დელ რეის ეგიდით ელოდებათ.

FACEBOOK კომენტარები