გათიშვა

"ბარსელონა" დე იონგს გაყიდვას უპირებს

"ბარსელონა" დე იონგს გაყიდვას უპირებს
4 დღის და 21 1 საათის წინ
ირაკლი ხასაია

"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის კატალონიური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს თქმით, 27 წლის ფეხბურთელი გუნდისთვის საკვანძო ფიგურად აღარ განიხილება. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ახლა ბევრი ნახევარმცველი ჰყავთ, რომლებიც გუნდში დე იონგზე წინ განიხილებიან, ამიტომ ფრენკის როლი მეორეხარისხოვანი გახდა.

"ბლაუგრანაში" იმაშიც ეჭვი ეპარებათ, რომ ფეხბურთელის თამაშის ხარისხი დრამატულად გაუმჯობესდება. კლუბში არსებული რწმენით, ნიდერლანდელს აკლია ინტენსივობა, რომელსაც ჰანსი ფლიკი ითხოვს. შესაბამისად, "ბარსა" დე იონგს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს.

"ბარსა" ახლა ფრენკის გაყიდვას ეცდება, რათა მისი 2026 წელს უფასოდ დაკარგვა აირიდოს თავიდან.

მიუხედავად ამისა, თუ დე იონგი გასხვისების გზით წასვლაზე უარს იტყვის, "ბლაუგრანამ" შეიძლება რადიკალურ ზომებს მიმართოს. არ გამოვრიცხოთ, 2025/2026 წლების სეზონში ნახევარმცველს ძალიან მცირე სათამაშო დრო მიეცეს, რაც მისი აშშ-კანადა-მექსიკის მუნდიალზე წასვლის შანსებსაც დაააზიანებს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში ფრენკიმ თავი 1 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

FACEBOOK კომენტარები