ლამინ იამალი ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩისთვის მზად იქნება, - იუწყება SPORT.
ფაქტი, რომ 17 წლის გარემარბის კოჭი უკეთეს მდგომარეობაშია, Mundo Deportivo-ს მიერაც დასტურდება. წყაროს თანახმად, ლამინი ხვალ დამატებით გამოკვლევები ჩაუტარდება.
ცნობისთვის, ლამინმა ტრავმა "ლეგანესის" წინააღმდეგ წაგებულ შეხვედრაში მიიღო.
რაც შეეხება ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალს, იქ "ბლაუგრანა" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 8 იანვარსაა ჩანიშნული.