33 წლის ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვერკველია კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.
Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვერკველიამ მამაქალაქურ გუნდთან 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
საგულისხმოა, რომ კვერკველია ბოლოს თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა.
ცნობისთვის, კვერკველიამ გასულ სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.