“ნაპოლიმ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, თუ რა დონის ფეხბურთელი დაკარგა” - Areanapoli “ნაპოლიმ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, თუ რა დონის ფეხბურთელი დაკარგა” - Areanapoli » Footballnews “ნაპოლიმ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, თუ რა დონის ფეხბურთელი დაკარგა” - Areanapoli
გათიშვა

“ნაპოლიმ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, თუ რა დონის ფეხბურთელი დაკარგა” - Areanapoli

“ნაპოლიმ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, თუ რა დონის ფეხბურთელი დაკარგა” - Areanapoli
1 თვის წინ
გიორგი ჭანტურია

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში “მონაკოს” წინააღმდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა.

ცნობილი ნეაპოლური სააგენტო Areanapoli ხვიჩას პერფორმანსს ეხმაურება:

“კვარაცხელის ფეხბურთში ჩახედულ ბევრ ადამიანს ჯორჯ ბესტს აგონებს. ნაპოლიმ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ბოლომდე, თუ რა დონის ფეხბურთელი დაკარგა. ყველა შემთხვევაში, ნაპოლის ქომაგები კვარაცხელიას არასდროს დაივიწყებენ, რადგან მან სკუდეტოს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მონაკოსთან მატჩში ქართველმა გარემარბმა უალამზესად ითამაშა. მან თავისი უსაზღვრო ნიჭი პარის სენ-ჟერმენის გულშემატკივრებსაც აჩვენა”. - წერს იტალიური სააგენტო.


FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ