უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი - კვარა მხოლოდ ერთია! გეტყვით, რაცაა საჭირო უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი - კვარა მხოლოდ ერთია! გეტყვით, რაცაა საჭირო » Footballnews უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი - კვარა მხოლოდ ერთია! გეტყვით, რაცაა საჭირო
გათიშვა

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი - კვარა მხოლოდ ერთია! გეტყვით, რაცაა საჭირო

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი - კვარა მხოლოდ ერთია! გეტყვით, რაცაა საჭირო
1 საათის და 13 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ უნგრეთის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც შეკითხვებს უპასუხა და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

...თამაშზე: "საქართველოსთან ბურთის ფლობის მხრივ უკეთ უნდა ვითამაშოთ - საჭირო იქნება უფრო სწრაფი თამაში, ასევე მეტი ხარისხის ჩვენება მოედნის ბოლო მესამედში. ჩატარებულ ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ჩრდილოეთ ირლანდიას რეალური საგოლე მომენტები თითქმის არ შევაქმნევინეთ, უკრაინასთან კი ერთი ისეთი შეცდომა დავუშვით, რომელიც მეტოქემ გოლად აქცია, თუმცა, გარდა ამისა, დაცვა კარგად გამოიყურებოდა. საქართველო ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი ისეთი ფეხბურთელია, ვინც წამყვან ლიგებში თამაშობს".

...კვარაცხელიასა და მიქაუტაძეზე: "კვარაცხელია გამორჩეულია. მას შეტევაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. იგივეს ვიტყოდი მიქაუტაძეზე, რომელიც კიდევ ერთი, ძალიან, ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ის კვარაცხელიას დონის არ არის - კვარა მხოლოდ ერთია. თუმცა მიქაუტაძეც ძალიან კარგი ფეხბურთელია, კარგი გუნდის წევრი, სტაბილური მოთამაშეა. ასე რომ, საკმაოდ კარგ გუნდზეა საუბარი. სხვათა შორის, ეს მათ სატრანსფერო ღირებულებაშიც აისახება, მაგრამ მე მჯერა ბიჭების, მჯერა ჩემი ფეხბურთელების".

...ტრავმებთან დაკავშირებით: "მსგავსი სიტუაციები ადრეც გვქონია, როდესაც ტრავმები საქმეს გვირთულებდა. მაგალითად, 2020 წელს თურქეთში გამგზავრებისას წინასწარი შემადგენლობიდან რვა მოთამაშის შეცვლა მომიწია, ასე რომ, ეს სიახლე არ არის. ამ მხრივ კარგი ამბავიც მაქვს: იოჟეფ სალაი და რაიმუნდ ტოტი უკვე ჩვენს განკარგულებაში არიან".

გირჩევთ