ასეთი ქმედების გამო რონალდუს მძიმე დისკვალიფიკაცია ემუქრება ასეთი ქმედების გამო რონალდუს მძიმე დისკვალიფიკაცია ემუქრება » Footballnews ასეთი ქმედების გამო რონალდუს მძიმე დისკვალიფიკაცია ემუქრება
გათიშვა

ასეთი ქმედების გამო რონალდუს მძიმე დისკვალიფიკაცია ემუქრება

ასეთი ქმედების გამო რონალდუს მძიმე დისკვალიფიკაცია ემუქრება
1 საათის და 5 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, ეროვნული ნაკრებიდან წასვლის გამო, შესაძლოა ერთიდან ექვს თვემდე დისკვალიფიკაცია და ჯარიმა დაეკისროს, წერს A Bola.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო რეგულაციების თანახმად, ასეთი დარღვევა სერიოზულ ჯარიმებს ითვალისწინებს. მოთამაშე, რომელიც ოფიციალური გამოძახების შემდეგ ეროვნულ გუნდს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე დატოვებს ან არ დაესწრება ვარჯიშს, მატჩს ან ეროვნული ნაკრების სხვა ღონისძიებას, რომელშიც პორტუგალია მონაწილეობს, ერთიდან ექვს თვემდე დისკვალიფიკაციას ექვემდებარება. 

გარდა ამისა, თუ ფეხბურთელი პროფესიონალია, მას 500-დან 1000 ევრომდე ჯარიმა დაეკისრება.

160-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოთამაშის არყოფნა ან გუნდის საწვრთნელი ბანაკიდან წასვლა ავტომატურად იწვევს დროებით დისკვალიფიკაციის ვალდებულებას რეგულაციების დებულებების შესაბამისად.


გირჩევთ