მიდმინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ცუდად გამოიყურება.
"ღამურები" ლა ლიგის ცხრილში მე-18 პოზიციას იკავებენ.
ესპანური გამოცემა "AS" გუნდის ცუდ ფორმაზე წერს და ქართველ მეკარეზე ამახვილებს ყურადღებას:
“ის, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს სინამდვილეა. ვალენსიაში მეკარის პოზიცია საკამათოა. “მეკარე-საოცრება” მამარდაშვილი მიწიერი გახდა. ბოლო თამაშებში მისი ისეთი შეცდომები ვიხილეთ, რომლებიც უწინ არ არსებობდა. სევილიასთან თამაშში ვალენსიამ ორი ქულა ბოლო წუთებზე მისი უხეში შეცდომის გამო დაკარგა. მას ვილიარეალსა და ატლეტიკოსთან გაშვებული გოლების დროსაც მეტი მოითხოვებოდა… გარდა შეცდომებისა, მეტყველია სტატისტიკაც - ცოტა ხნის წინ ის ლიგაში ყველაზე ნაკლები სეივის მქონე მეკარე იყო.
მამარდაშვილს ვალენსიაში 13 თამაში აქვს დარჩენილი, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ის უკვე წარსული გახდება. მეკარე ლივერპულშია გაყიდული და სეზონისწინა სამზადისს სწორედ “წითლებთან” ერთად დაიწყებს. ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი მეკარე, თავისი პროფესიონალიზმისა და ასევე ერთგულების გამო, რომელსაც კლუბისადმი მთელი ამ წლების განმავლობაში ავლენდა, ვალენსიას გადასარჩენად რამეს დაიშურებს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მომავალი სეზონიდან გუნდის სასტარტო მეკარე სტოლე დიმიტრევსკი უნდა იყოს. კარლოს კორბერანისთვის მამარდაშვილი კვლავაც რჩება ვალენსიას N1 მეკარედ, მაგრამ გამორიცხული არ არის, სეზონის მიწურულს ის დიმიტრევსკიმ შეცვალოს, რომელიც ფეხით კარგად თამაშობს და უფრო შეეფერება თამაშის იმ სტილს, რომლის მიმდევარიც არის ვალენსიას თავკაცი”, - წერს გამოცემა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ