იბერიას შანსები კონფერენს ლიგაზე! - Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი იბერიას შანსები კონფერენს ლიგაზე! - Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი » Footballnews იბერიას შანსები კონფერენს ლიგაზე! - Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
გათიშვა

იბერიას შანსები კონფერენს ლიგაზე! - Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი

იბერიას შანსები კონფერენს ლიგაზე! - Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
1 საათის და 15 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

სტატისტიკურმა პლატფორმამ, Opta-მ, კონფერენს ლიგის ფავორიტები დაასახელა. ევროტურნირებზე ქართული კლუბიც ასპარეზობს და ლიგის ფაზის საგზური „იბერია 1999“-მა მოიპოვა. 

Opta-ს მიხედვით, „იბერია 1999“-ის პლეიოფში გასვლის ალბათობა 2 პროცენტია. იმის შანსი, რომ ეროვნული ლიგის ჩემპიონი მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს, 0.2 პროცენტია.

რაც შეეხება ნახევარფინალს, ფინალსა და ჩემპიონობას, „იბერია 1999“ უშანსოდაა. 

Opta-ს მიხედვით, კონფერენს ლიგის მთავარი ფავორიტი „ბრაიტონია“, რომლის ჩემპიონობის ალბათობაც 43.8 პროცენტით ფასდება. 

საბა საზონოვის „ხეტაფის“ ტრიუმფის ალბათობა 1.3 პროცენტია, ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცის“ — 0.2%, ხოლო ანტონ თოლორდავას „კაუნო ჟალგირისის“ — 4.2% (პლეიოფში გასვლა) და 0.7% (მეოთხედფინალი). 


გირჩევთ