ინგლისური გამოცემა "TBR Football" გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
"ვალენსიას" ქართველი მეკარე ბოლო დროს ფორმის პიკში ნამდვილად არ იმყოფება და, როგორც წყარო იუწყება, არნე სლოტი მასში დარწმუნებული აღარ არის.
წესით, მამარდაშვილი ინგლისში მომავალ ზაფხულს უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ არსებობს შანსი ყველაფერი შეიცვალოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ალისონის ენფილდზე დარჩენა გადაწყდება. 32 წლის ბრაზილიელს პრემიერლიგის ლიდერთან კიდევ ორ წელზე მეტი ხანი აკავშირებს და მართალია, მას ისევ ეპატიჟებიან საუდის არაბეთში, არავინაა დარწმუნებული, რომ ინგლისის დატოვებას დათანხმდება.
ჩვენს საფეხბურთო კორესპონდენტ გრემ ბეილის საკუთარმა წყაროებმა აცნობეს, რომ ლივერპულს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ აქვს მიღებული. მერსისაიდელებს თავადაც არ სურთ ალისონის რომელიმე არაბულ კლუბში გაშვება, არადა, მამარდაშვილის თაობაზეც რაღაც ნაბიჯია გადასადგმელი. არსებობს ვარიანტია, რომ 24 წლის ქართველი მეკარე ბრაზილიელის შემცვლელად იქცეს, რადგანაც ამჟამინდელი სათადარიგო მეკარე კაომჰინ კელეჰერი სკამზე ჯდომას აღარ აპირებს და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ამ საკითხზე მამარდაშვილის აზრიც უნდა მოისმინონ, რამდენად სურს მას ლივერპულის მე-2 მეკარეობა თუ ისევ განათხოვრებას აირჩევს.
ქართველი გოლკიპერის ამჟამინდელი კლუბი ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება. ვალენსიას ლა ლიგის ბოლო 13 ტურში მხოლოდ 3 მატჩი აქვს მოგებული და გასავარდნ ზონაში იმყოფება. გასულ ტურში ვალენსიელებმა შინ ატლეტიკოსთან 0:3 წააგეს და ქართველი მეკარის მიმართ კითხვები იმ მატჩშიც იყო. მამარდაშვილმა უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში 12 გოლი გაუშვა, რამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ მის დასადანაშაულებლად ხელს უკვე არაერთი ადამიანი იშვერს", - წერს გამოცემა.
აქვე მოგახსენებთ მამარდაშვილის სტატისტიკას მიმდინარე სეზონში: 21 მატჩი, 35 გაშვებული გოლი, 5 მშრალად შენახული კარი.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ